თავში

სამხრეთ კორეა აზერბაიჯანული პროდუქტით დაინტერესდა

სამხრეთ კორეა აზერბაიჯანული პროდუქტით დაინტერესდა
სამხრეთ კორეა აზერბაიჯანული პროდუქტით დაინტერესდა

სამხრეთ კორეა აზერბაიჯანიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტითაა დაინტერესებული. აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ის ცნობით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში კორეის ელჩმა ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანულ-კორეულ ბიზნეს ფორუმზე გააკეთა.

კიმ ტონგ ოპმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ბიზნესის მრავალ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

"ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას აზერბაიჯანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის საკითხშიც", - დასძინა ელჩმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანსა და სამხრეთ კორეას შორის ვაჭრობამ 227 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system