თავში

სამხრეთ კორეა NFT-ს დაბეგრავს

სამხრეთ კორეა NFT-ს დაბეგრავს
სამხრეთ კორეა NFT-ს დაბეგრავს

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისია (FSC) NFT-ის ტრანზაქციების დაბეგვრას 2022 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ FSC-ის თავმჯდომარის მოადგილემ, დოჰ კიუ სანმა განაცხადა.

დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ ის NFT-ები, რომლებიც გაიცემა დიდი ტირაჟით, ასევე ინვესტიციისთვის ან გადახდისთვის განკუთვნილი ტოკენები. ამრიგად, ყველა მათგანი არ იქნება კლასიფიცირებული, როგორც ციფრული აქტივები.

2022 წლის 1 იანვრიდან სამხრეთ კორეაში ამოქმედდება საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც აწესებს გადასახადს კრიპტოვალუტებით ტრანზაქციებზე. ახალი წესების მიხედვით, ქვეყნის მაცხოვრებლებს დაეკისრებათ 20 პროცენტიანი გადასახადი ციფრული აქტივების ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალზე, რომელიც აღემატება 2,5 მილიონ ვონს (2,1 ათასი დოლარი). 

სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში 60 კრიპტო ბირჟიდან 40 შეიძლება დაიხუროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system