თავში

სამხრეთ კორეული ვერტმფრენი მეთევზის გადარჩენისას ზღვაში ჩავარდა

კორეა ვერტმფრენი
სამხრეთ კორეული ვერტმფრენი მეთევზის გადარჩენისას ზღვაში ჩავარდა

სამხრეთ კორეულმა ვერტმფრენმა ლიანკურის სადავო კუნძულებთან აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩავარდა. ვერტმფრენში 7 ადამიანი - 5 მაშველი, მეთევზე და მისი მეგობარი იყო. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენი და მყვინთავები მონაწილეობენ. შემთხვევა იაპონიის ზღვის დასავლეთით მდებარე სადავო კუნძულებთან მოხდა, რომელთაც იაპონიაში ტაკეშიმას კუნძულებს, სამხრეთ კორეაში ტოკტოს კუნძულებს უწოდებენ.

სამხრეთ კორეელმა მაშველებმა კოკტოს კუნძულიდან სიგნალი მიიღეს, რომ მეთევზეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა. მამაკაცმა, რომელმაც თევზაობისას ხელი დაიზიანა და თითი დაკარგა, საავადმყოფოში გადაყვანა და ოპერაცია სჭირდებოდა. იგი მეგობართან ერთად მაშველებს კოკტოს კუნძულზე ელოდებოდა. 5 კაციანი მაშველთა ჯგუფი მათ მატერიკზე გადასაყვანად ვერტმფრენით გაფრინდა, თუმცა ევროპული Airbus-ის წარმოების Eurocopter EC225-მა მგზავრების აყვანისთანავე კატასტროფა განიცადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system