თავში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო

​სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

„სპეციალური ნებართვის გაცემის წესი“, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, არეგულირებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მაძიებლებისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს ფრენების გარკვეულ პირობებზე/სახეებზე. წესის მიღებით, სააგენტომ დანერგა ევროკავშირის 965/2012 რეგულაციის მე-5 დანართით (Specific Approvals Part-SPA) გათვალისწინებული მოთხოვნები.სააგენტოს მიერ სპეციალური ნებართვები გაიცემა შემდეგი ფრენების/სისტემების გამოყენებისას:• RNAV/PBN/RNP-ის საჰაერო სივრცეში ან მარშრუტზე სპეციალური სპეციფიკაციების შესაბამისი ფრენა;• ზონალური ნაოსნობის (RNAV/PBN/RNP) საჰაერო სივრცეში ფრენა;• MNPS/NAT HLA-ის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში, სპეციალური სპეციფიკაციების მიხედვით ფრენა;• მინიმალური სააერნაოსნო მახასიათებლებით( MNPS/NAT HLA) განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში ფრენა;• ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმით (RVSM) ფრენა;• დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენა (LVO);• საჰაერო ხომალდზე ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსება და გამოყენება;• სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი დროის (EDTO) წესებით ფრენა;• ვერტმფრენით ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენება;• ვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების სამუშაოების შესრულება;• ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება;• საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, ევროკავშირთან „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. უკვე სრულად დაინერგა ჩვიდმეტი, ხოლო ნაწილობრივ - ოცდაათზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრებისა და ექსპერტების სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები.
"ახალი რეგულაციით, დეტალურად არის გაწერილი ზოგადი, საფრენად ვარგისობის, საექსპლუატაციო, საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მოთხოვნები ყველა იმ ფრენის მიმართ, რომელიც საჭიროებს სააგენტოს სპეციალურ ნებართვას. ამასთან, განსაზღვრულია სააგენტოში შესაბამისი განცხადების, ფორმების და სხვა დოკუმენტების წარმოდგენის წესები და პირობები. წესით მოთხოვნილი საექსპლუატაციო პროცედურები ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის / სერტიფიკატის მაძიებლის „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“, „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამაში“, „მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში“ ან სხვა საექსპლუატაციო დოკუმენტში. ნორმატიული აქტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ახალი წესის პროექტი გააცნო შესაბამის ინდუსტრიას," - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system