თავში

სამომხმარებლო საქონლის იმპორტი იზრდება

სამომხმარებლო საქონლის იმპორტი იზრდება
სამომხმარებლო საქონლის იმპორტი იზრდება

2020 წლის სექტემბერში იმპორტის ვარდნაც შემსუბუქდა და წ/წ 9.0% შეადგინა, რაც ძირითადად სამრეწველო მარაგების (წ/წ +41.1%), უმეტესად სპილენძის კონცენტრატების, იმპორტის ზრდით იყო გამოწვეული. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველთვიურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო საქონლის იმპორტის კლებაც შენელდა და წ/წ 5.3% შეადგინა.

"გაუმჯობესებულია როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლევადიანი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის იმპორტი. მეორე მხრივ, საკვებისა და სასმლის (წ/წ-19.9%), საწვავი მასალების (წ/წ -36.1%), კაპიტალური საქონლისა (წ/წ -27.1%) და სატრანსპორტო საქონლის (წ/წ -42.5%) შემცირებულმა იმპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯამურად იმპორტის ვარდნაში," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ სექტემბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდის ტემპმა აგვისტოში წ/წ 4.9%-იანი ზრდის შემდეგ წ/წ 5.9% შეადგინა. 

ინდექსის წლიური ზრდა ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე (წ/წ +4.8%) ფასების ცვლილებით იყო გამოწვეული, ქვეჯგუფებიდან კვების პროდუქტებზე (წ/წ +8.1%), სასმელებსა (წ/წ +5.2%) და მედიკამენტებზე (წ/წ +28.5%) მნიშვნელოვანი ფასების ზრდით. 

ამავე პერიოდში 19.6%-ით გაიზარდა ფასები სამთო-მოპოვებითი მრეწველობის პროდუქციაზე. ქვეჯგუფებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (წ/წ +27.4%).

შეგახსენებთ, სპეციალისტები პანდემიისას საგარეო ვაჭროპბაში ახალ სიმპტომებს ხედავენ, რაც ახალი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ღვინო-მასალების ექსპორტის ზრდა და მსუბუქი მრეწველობის როლის გაძლიერება, - საგარეო ვაჭრობითვის ეს ფაქტორები ახალი სიმპტომის მანიშნებელია, მაგრამ სასურველი მოცემულობისგან საქართველოს ჯერაც შორსაა. მთავარი გამოწვევა, უარყოფითი სალდოს შემცირებაა. ამის ერთ-ერთი გზა კი შიდა წარმოების ზრდა და ექსპორტზე პოზიციების გაუმჯობესებაა, რაც ქვეყანას სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system