თავში

სამრეწველო პროდუქცია წლიურად 17.5 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქცია წლიურად 17.5 პროცენტით გაძვირდა
სამრეწველო პროდუქცია წლიურად 17.5 პროცენტით გაძვირდა

2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 17.5 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ბოლო ანგარიშით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: 

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 17.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (16.4 პროცენტი); 

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.8 პროცენტი), სასმელები (7.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (37.7 პროცენტი); 

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 19.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; 

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system