თავში

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7%-ით გაიზარდა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7%-ით გაიზარდა

2020 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.0 პროცენტიანი ზრდა. 

ამის შესახერბ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

სტატისკიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. 

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (5.6 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (2.1 პროცენტი), რამაც 0.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. 

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: 

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.6 პროცენტი), სასმელები (5.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (5.2 პროცენტი);

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (33.2 პროცენტი); 

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system