თავში

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9 პროცენტიანი ზრდა. 

2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 1.0 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.81 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (1.5 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (2.3 პროცენტი). 

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ჯგუფზე წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით (20.1 პროცენტი), რამაც 0.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. 

გარდა ამისა, ფასების 5.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც მთლიანი ინდექსის პროცენტულ ზრდაში 0.47 შეადგინა. 

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: 

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (8.1 პროცენტი), სასმელები (5.2 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (6.9 პროცენტი);

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (27.4 პროცენტი); 

წყალმომარაგება; კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 17.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.53 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; 

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.42 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system