თავში

სამსახურეობრივი უბედური შემთხვევები 20-30%-ით შემცირდა

სამსახურეობრივი უბედური შემთხვევები 20-30%-ით შემცირდა
სამსახურეობრივი უბედური შემთხვევები 20-30%-ით შემცირდა

სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რიცხვმა დაახლოებით 30, ხოლო არაფატალური შემთხვევების მაჩვენებელმა 20 პროცენტით დაიკლო, – ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, თავიდან ხდება, არასრული ერთწლიანი ზედამხედველობის შედეგებმა უბედური შემთხვევების რიცხვის 20-30-პროცენტიანი კლება აჩვენა.

1500-ზე მეტი საწარმოს ინსპექტირება-რეინსპექტირება ჩატარდა გასულ წელს და შედეგები საკმაოდ კარგია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ის მაქსიმუმია, რითაც შრომის ინსპექცია უნდა დაკმაყოფილდეს. რეგულაციები და ზედამხედველობა მუდმივად ხორციელდება. თუმცა, უნდა ითქვას, სამუშაო ადგილზე ფატალური შემთხვევების დაახლოებით 30-პროცენტიანი, არაფატალური შემთხვევების კი დაახლოებით 20-პროცენტიანი კლებაა. ეს არასრული ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ და დაამატა, რომ ევროკავშირთან დაძმობილების, ე.წ. თვინინგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირში მოქმედი 26 დირექტივა 3 წლის განმავლობაში უნდა დაამუშაოს და ქართულ კანონმდებლობაში მიიღოს. 

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დარეგულირდება აზბესტთან, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა, ასევე პერსონალური დაცვის საშუალებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system