თავში

სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა

სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა
სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატი განმარტავს, რომ ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით. ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.1 პროცენტითაა გაზრდილი.

"წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“,- ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.

ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

შეგახსენებთ, ქართველმა ექსპერტებმა ინოვაციური სამშენებლო მასალა, ბეტონი, შექმნეს.  პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ ახალი მეთოდით იწარმოება და გამორჩეულია სიმტკიცით, არ არის მიდრეკილი ბზარების წარმოქმნისაკენ. პროდუქტი მთლიანად ქართული ნედლეულით მზადდება. პროდუქტი აქტიურად იქნება გამოყენებული ადგილოვრივ სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, გზების, ხიდების, გვირაბების თუ აეროდრომების მშენებლობაში. სპეციალისტების შეფასებით, ადგილობრივი წარმოების ბეტონი მშენებლობას საქართველოში გააიაფებს, რაც, ერთი მხრივ, კომპანიებისთვის, და, მეორე მხრივ, მომხმარებლისთვისაც მომგებიანი იქნება. ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ პროდუქტო ექსპორტზეც გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system