თავში

სამშენებლო რეგულაციებმა ინვესტორებიც დააფრთხო

სამშენებლო რეგულაციებმა ინვესტორებიც დააფრთხო
სამშენებლო რეგულაციებმა ინვესტორებიც დააფრთხო

სამშენებლო ბაზარი უცხოელი ინვესტორების მხრიდან მიმზიდველობას კარგავს. სექტორში ამის მიზეზად რეგულაციოებს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუარესებას ადეკვატური შედეგი მოჰყვა და ინვესტორები დააფრთხო. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, ყოველი 100 ობიექტიდან 20 -ის მშენებლობა შეჩერებულია. ამასთან, როგორც როსტომაშვილი report.ge-თან  საუბრისას აცხადებს, მკვეთრად გაუარესებულია საინვესტიციო კლიმატი და ინვესტორებისთვის ქვეყანამ ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგა.

,,რეგულაციები შემდგომ შედარებით შეამსუბუქეს, თუმცა რეგულაციებით სამშენებლო სექტორს უზარმაზარი ზარალი მიაყენეს. რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, სწორედ ეს არის იმის კარგი სურათი, ეროვნული ბანკი როგორ მუშაობს. ვუყურებ შედეგს,  რომელიც ჩემთვის არის ცუდი და საერთოდ რომ არაფერი გაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა. ცალკე პრობლემა სამშენებლო რეგულაციებმაც განაპირობა. არავინ დაობს, რომ ეს არ აუცილებელი იყო, მაგრამ გააჩნია, რა პერიოდულობითა და რა სიხშირით განახორციელებენ. მრავალმხრივ დავზარალდით. მარტო ინვესტიციებს თუ მიმოვიხილავთ, 90%-ით არის შემცირებული. ხელისუფლება თავს იმშვიდებს, რომ კლება BP- ის პროექტის დასრულებამ გამოიწვია, მაგრამ არაფერი გააკეთეს, რაც ინვესტორს მოიზიდავს. პირიქით, საინვესტიციო კლიმატი გააუარესეს. ჩემი აზრით, უხეში შეცდომაა დაშვებული. როცა ისედაც ელოდები ინვესტიციების კლებას, სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაართულო. 100 ობიექტი თუ შენდებოდა, 80 შენდება. ზომებს თუ არ მიიღებენ, ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება", - აცხადებს როსტომაშვილი.

მისი თქმით, სექტორის გარდა, დაზარალდა სამშენებლო მასალების და ტექნიკის ბიზნესი, ხელი შეუწყო შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას.

,,რეგულაციები, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნა. გარდ აიმისა, რომ 4 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა უმუშევრად, მათი ოჯახის წევრები, დაახლოებით 15 ათასი მოქალაქე დაზარალდა. სამსახური დაკარგა შრომისუნარიანმა ახალგაზრდობამ, რომელიც უკვე გავიდა ქვეყნიდან ან გაქცევაზე ფიქრობს. საბოლოოდ ამ პროცესს დემოგრაფიული პრობლემაც მოჰყვება", - განუცხადა ირაკლი როსტომაშვილმა report.ge- ს.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის მიუხედავად, უძრავი ქონების ფასი არ შემცირებულა, ,,საქსტატის" მონაცემით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 3.6 პროცენტით. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.9 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system