თავში

სამშენებლო სექტორი 26%-იან მინუსზე გავიდა

სამშენებლო სექტორი 26%-იან მინუსზე გავიდა

2020 წლის პირველ კვარტალში წ/წ 15%-იანი ზრდის შემდეგ, მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვაში წ/წ -26% კვლება დაფიქსირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის განმარტებით, კლება მეტწილად საცხოვრებელ და არასაცხოვრებელი შენობების (წ/წ -34%), სამოქალაქო (წ/წ -68%) და საინჟინრო მშენებლობაში (წ/წ -30%) შემცირებით იყო განპირობებული;

დოკუმენტის მიხედვით, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობის ბრუნვა 2020 წლის მეორე კვარტალში მცირედით (წ/წ +1%), ხოლო წლის პირველ ნახევარში 16.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება პროგნოზს მომავალი წლისთვის, თიბისი კაპიტალი მშენებლობის სექტორისთვის 2020-21 წლებისთვის  -15%-იან კლებას ვარაუდობს.

"კლება ბიუჯეტში განსაზღვრულ ინფრასტრუქტურის წლიური ხარჯვის მოსალოდნელ და საპროგნოზო მონაცემზე (2019-2022 წლები: 3.95, 3.51, 3,7 და 3.75 მლრდ ლარი. შესაბამისად, რაც 2020წ. -11% წ/წ კლებაში აისახება) და კერძო სექტორის განახლებულ მოლოდინებზე დაყრდნობით არის განპირობებული," - განმარტებულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system