თავში

სამშენებლო სექტორი დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს

სამშენებლო სექტორი დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს
სამშენებლო სექტორი დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს

"მშენებლობა კრიზისამდე და პანდემიამდე შეადგენდა ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობა იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად 120 ათასი ადამიანია დასაქმებული პირდაპირ, ირიბადაც ამდენივეა დასაქმებული კიდევ. 

"მასზეა დამოკიდებული სამშენებლო მასალები, ავეჯი, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. 2008 წელს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ ასე მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაუმჯობესებდნენ და ეს იყო ათასობით ადამიანი. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით. არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები მიუხედავად პანდემიისა არ გაჩერეულა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გამოიღეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ ის, რაც ეკუთვნით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს. ამგვარად სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system