თავში

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია
სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია

სახელმწიფოს მიერ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system