თავში

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 290.6 ლარია

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 290.6 ლარია
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 290.6 ლარია

საქსტატმა აგვისტოს საარსებო მინიმუმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში არსებობისთვის მინიმუმ 182.3 ლარი ესაჭიროება, საშუალო მომხმარებელს (ადამიანს) - 161.5 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმად 305.8 ლარი განისაზღვრა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ოჯახის სხვადასხვა ტიპისთვის საარსებო მინიმუმის მოცულობა ასეთი იყო:

• ერთსულიანი ოჯახისთვის - 161.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 6.1 ლარი;
• ორსულიანი ოჯახისთვის - 258.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 9.7 ლარი;
• სამსულიანი ოჯახისთვის - 290.6 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 11 ლარი;
• ოთხსულიანი ოჯახისთვის - 322.9 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 12.2 ლარი;
• ხუთსულიანი ოჯახისთვის - 363.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 13.7 ლარი;
• ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის - 429.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 16.2 ლარით;

მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს და რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system