
კომპანია Samsung მომავალ სამ წელიწადში 40 ათას ახალ თანამშრომელს დაიქირავებს.
Samsung Electronics-მა გადაწვიტა, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში ოპერაციების ისეთი სფეროები გააფართოვოს, როგორიცაა ბიოფარმაცევტული საშუალებები, ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები და რობოტები.
კომპანია მზადაა 205 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ამ პროგრამაში და 40 000 ადამიანი დაასაქმოს.
პროგრამისთვის გამოყოფილი $ 205 მილიარდიდან, $ 153.5 მილიარდი იქნება ინვესტიცია სამხრეთ კორეაში.