თავში

პირველი დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Fold კორეის ბაზრაზე ხვალიდან გამოჩნდება

Samsung Galaxy Fold კორეის ბაზრაზე ხვალიდან გამოჩნდება
პირველი დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Fold  კორეის ბაზრაზე ხვალიდან გამოჩნდება

მსოფლიოში სმარტფონის უმსხვილესი მიმწოდებლის, Samsung Electronics Co Ltd– ის პირველი დასაკეცი სმარტფონი, Galaxy Fold, სამხრეთ კორეის ბაზარზე ხვალიდან შევა. მობილურს აქვს მეხუთე თაობის 5G ინტერნეტისა და მობილურის კავშირი. სამხრეთ კორეის ბაზრის ათვისებით ბიზნესოპერატორი 2.398 მილიონის მოგებას გეგმავს (1,977.47 აშშ დოლარი). ინფორმაციას Routers - ი ავრცელებს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ Galaxy Fold- ის 5G და LTE- ს ვერსიებს შერჩეულ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში გაიტანს.

სამსუნგის ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ  კომოპანია მომხმარებელს სთავაზობს Fold-ის პროგრამირებას და  ეკრანის შეკეთების ღირებულების 70 პროცენტის დაფარვას წელიწადში ერთხელ.

სამხრეთ კორეის აბონენტთა უმსხვილესმა კომპანია, მობილურმა ტელეკომპანია SK Telecom Co - მ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს სამსუნგთან და შესთავაზებს ფასდაკლებას მათ, ვინც შეიძენს  Galaxy Fold- ს 5G  ინტერნეტმხარდაჭერით.

ცნობისთვის, მობილური ტელეფონის ეს მოდელი ამერიკის ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შევიდა, თუმცა გაშვება შეფერხდა სინჯებში აღმოჩენილი ეკრანის დეფექტების გამო. 

გასულ თვეში, სამუნგის  ჩინურმა კონკურენტმა Huawei Technologies Co Ltd– მა საკუთარი პირველი დასაკეცი ტელეფონის ჩვენება გადადო. არსებობს მოლოდინი, რომ ის შეეცდება სამსუნგზე უკეთესი მობილური შესთავაზოს მომხმარებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system