
სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics ტეხასის შტატში 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.
ინიციატივის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 1,8 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში მიკროსქემების წარმოება 2024 წლის ბოლოს დაიწყება.
Samsung-ში აცხადებენ, რომ კომპანია მომავალი სამი წლის განმავლობაში 205 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას გეგმავს, ხოლო ჩიპების წარმოება პრიორიტეტულ ინდუსტრიად იქცევა.
ნახევარგამტარების გლობალურმა დეფიციტმა მრავალი ინდუსტრია დააზარალა, სმარტფონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საავტომობილო ინდუსტრიის ჩათვლით.