თავში

"სამთავრობო ქალაქის" აშენებას მთავრობა არ განიხილავს

"სამთავრობო ქალაქის" აშენებას მთავრობა არ განიხილავს
სამთავრობო ქალაქის აშენებას მთავრობა არ განიხილავს

„სამთავრობო ქალაქის“, რომელიც 2017 წელს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, აღარ აშენდება. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნია.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პროექტს თავისი დასაბუთება გააჩნია, რადგან არის ბევრი ქვეყანა, სადაც მთავრობები ამ გზით წავიდნენ და ცალკე აშენებენ სამთავრობო ქალაქებს იმისთვის, რომ ეს სტრუქტურები ერთად დასხდნენ, თუმცა ახლა, დღეის მოცემულობით, ჩვენ ცოტა სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, რომ ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენ, ხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობისკენ და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში. დღეს ეს საკითხი არ განიხლება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდებოდა. მისი ინიციატივით, სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში უნდა განთავსებულიყო,სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრიდა თავს, ერთეული გამონაკლისების გარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system