თავში

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა
სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ report.ge-ს შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედურმა შემთხვევებმაც. 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდთან შედარებისას - 27%-ით იკლო.

"ამასთანავე, უწყება აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულებაზე. ამ მიმართულებით, ჯამში 101 007 აქტივობა განხორციელდა. შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან. ჩვენ ერთად ვქმნით შრომის უსაფრთხო გარემოს," - აცხადებენ დეპარტამენტში. 

ცნობისთვის, დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღეა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system