თავში

სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა
სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

"თიბისი კაპიტალმა" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში უმუშევრობის ზრდის გამომწვევი მიზეზებია განხილული.

"დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელის მატება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რადგანაც სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, დასაქმების აღრიცხვასთან დაკავშირებით მეთოდოლოგიურ მიდგომებსაც ზეგავლენა უნდა ჰქონოდა. მთლიანობაში, განახლებული მაჩვენებლები 2021 წელს კვლავ 10%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system