თავში

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა
სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

2020 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 1,4 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობიმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

ბიზნესგაერთიანების მონაცემებით, იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 

15,4% (1,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, 

ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი - 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,4% (0,2 ათასი ტონა).

"სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება," - აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system