თავში

სანავთობო ბიტუმის იმპორტში აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა

სანავთობო ბიტუმის იმპორტში აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა
სანავთობო ბიტუმის იმპორტში აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-ივლისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 31,1 %-ით შემცირდა. იმპორტის თითქმის 70% აზერბაიჯანის რესპუბლიკაზე მოდის. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, 2020 წლის ივლისში ამ მიმართულებით 11,1 ათასო ტონა სანავთობო ბიტუმი დაიმპორტირდა, რაც მთლიანი იმპორტის 68,9%-ს შეადგენს.  

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა  წინა თვეში 16,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 3,2%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით და 3,2 ათასი ტონით ანუ 16,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,3 ათასი ტონა) შედარებით.

იმპორტში მეორე ადგილს იკავებს ერაყი, საიდანაც 26,1% (4,2 ათასი ტონა) სანავთობო ბითუმის იმპორტი განხორციელდა, ხოლო მესამე ადგილზე, 5,0% -ით (0,8 ათასი ტონა), რუსეთია. 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 57,2 ათასი ტონა, რაც 25,7 ათასი ტონით ანუ 31,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (82,9 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 59,3% (33,9 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,6% (11,2 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 13,3% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,6% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,3% (0,2 ათასი ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system