თავში

აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი "სანავთობო ომში" გამოსავლის ძებნას იწყებენ

"სანავთობო ომში" გამოსავლის ძებნას იწყებენ
აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი სანავთობო ომში გამოსავლის ძებნას იწყებენ

აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი ერთობლივად ეცდებიან მსოფლიო სანავთობო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამოსვლას. ამის შესახებ განაცხადა თეთრ სახლში ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

"მე ვესაუბრე ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ასევე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს. ჩვენ ერთად შევიკრიბებით და შევხედავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან ჩვენ არ გვინდა ამის გამო მთელი სექტორის დაკარგვა", - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, ამერიკელებისათვის, რაღაც მომენტში, მომგებიანიცაა ნავთობის გაიაფება, თუმცა საბოლოო ჯამში ის აზიანებს ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ ინდისტრიას, სანავთობო წარმოებას. ამიტომაც ტრამპი სანავთობ ბაზრის დარეგულირებისთვის "მოიცლის".

"ხალხი გალონ ბენზინში (დაახლოებით 3,8 ლიტრი) გადაიხდის 99 ცენტს. ეს ხელს შეუწყობს ავიაგადამზიდავებს. მაგრამ ამავე დროს ეს აზიანებს ჩვენს ერთ-ერთ უმსხვილეს სექტორს, სანავთობო სექტორს. ის რაც ხდება, უბრალოდ წარმოუდგენელია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მთელი სექტორი ამის გამო, ათასობით სამუშაო ადგილები", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system