თავში

სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

​სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე სანერგე მეურნეობების ეროვნული სერტიფიცირების სისტემა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს და ეროვნული სერტიფიცირების სქემასა და სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სახელმწიფოს სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system