თავში

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის კურსს იწონებს

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის კურსს იწონებს
საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის კურსს იწონებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, რომ  ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აშშ დოლარზე, ხოლო მეორე მხრივ კი ლარის სტაბილურობას.

,,ეროვნული ბანკის ინიციატივის შეფასებისას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეგულაციების შემსუბუქება არ ნიშნავს ბანკების რეგულაციებისგან გათავისუფლებას. კერძოდ, 30-დან 25 პროცენტამდე უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის შემსუბუქება ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც ბაზარზე დამატებით 700 მილიონამდე აშშ დოლარს გამოისვრის და ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აშშ დოლარზე, ხოლო მეორე მხრივ კი ლარის სტაბილურობას. ჩანს, რომ დაჭერილი იქნება ოქროს შუალედი, რომლითაც მოსახლეობაც დაცული იქნება დამატებითი რისკებისგან, ბაზარიც მეტად იქნება დაცული ინფლაციისგან და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა, რომლის გამოც ხელისუფლებამ დააწესა ეს რეგულაციები, დღესაც გარკვეულწილად გამოწვევად რჩება. მთავარია, რომ მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინფლაციური რისკების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მისაღწევად. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, ის კოორდინაციაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ეს კი, თავის მხრივ პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

კოლეგის აზრს იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კოვზანაძეც. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს გამოათავისუფლოს სავალუტო ნაშთები კომერციული ბანკებისათვის და შეამცირებს წნეხი სავალუტო ბაზარზე.

 "უმოკლეს მომავალში ფასები დასტაბილურდება, მოითოკება ინფლაცია. ესაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. გამომდინარე აქედან, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, იმისათვის რომ მოახდინოს გავლენა, შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა და ასევე შეწყვიტოს ლარის დევალვაცია. მან უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და იმუშაოს პრევენციაზე, აქედან გამომდინარეა, რომ ის დგამს ამ ნაბიჯებს, მათ შორის დღევანდელ დღესაც, როდესაც სარეზერვო მოთხოვნებს ამცირებს. ვფიქრობ რომ ეს გამოათავისუფლებს გარკვეულ სავალუტო ნაშთებს კომერციული ბანკებისათვის და აქედან გამომდინარე შეამცირებს წნეხს სავალუტო ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმ ინსტრუმენტებიდან, რომელსაც ცენტრალური ბანკი დგამს, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ცენტრალური ბანკი და ფინანსთან სამინისტრომ ერთობლივად იმუშაონ. იქიდან გამომდინარე, რომ მიაღწიონ ფასების სტაბილურობას და ლარის დევალვაციის შემცირებას, შეწყვეტას, ეს არის ეროვნული ბანკის ამოცანა, "-განაცხადა კოვზანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system