თავში

საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ - დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ - დავი
საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ - დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია. მისი თქმით, ფონდს აქვს პოტენციალი, თავი თავად ირჩინოს.

"რეფორმის ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ფონდი დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, თუმცა პირადად მე ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ. საპარტნიორო ფონდს გააჩნია თავისი პოტენციალი, რომ საქმიანობა განახორციელოს, თუკი ის იქნება გადაწყვეტილებების მიმღები იმ თემებში, სადაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. ფონდი თავის საქმიანობაში უნდა იყოს თავისუფალი და მიიღოს დივიდენდები. პარლამენტში განხილვა რომ დაწყება, ის იქნება საჯარო.

საპარტნიორო ფონდი გაცილებით წარმატებული იქნება თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების საშუალება ექნება. დღეს ისეთ საქმეებს აკეთებს რაც ფონდის გასაკეთებელი არ არის. კანონპროექტი, რომელიც შეტანილია პარლამენტში ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს. პირადად მე წინააღმდეგი ვარ. იმიტომ, რომ ფონდს საკმარისად აქვს თავისი რესურსები. ფონდმა დაახლოებით 250 მილიონი ჩადო ახალ ბიზნესებში და ამ რესურსით 2 მილიარდის გარე დაფინანსების მოზიდვა შეძლო, ანუ 1 დოლარზე დაახლოებით 8 დოლარის“, - აღნიშნა საგანელიძემ.

მისი განმარტებით, უკვე ორი წელია მხოლოდ ძველი პროექტები ხორციელდება და ახალ პროექტებში ვერ შედიან

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system