თავში

საპენსიო აქტივები 1.37 მილიარდი ლარია

საპენსიო აქტივები 1.37 მილიარდი ლარია
საპენსიო აქტივები 1.37 მილიარდი ლარია

12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია. როგორც „საპენსიო სააგენტოდან” report.ge-ს აცნობეს, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

სულ მონაწილე - 1,137,380- ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა რამდენიმე საფეხურად იყოფა, ესენია:

1) პირველი საფეხური - საყოველთაო სახელმწიფო ასაკობრივი პენსია, რომელსაც კაცები 65 წლიდან და ქალები 60 წლიდან იღებენ განურჩევლად მათი სამუშაო სტაჟისა. ამჟამად საბაზო პენსია 220 ლარია;
2) მეორე საფეხური - სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელსაც ბენეფიციარები პირველი საფეხურის პენსიასთან ერთად აიღებენ. სავალდებულო დაგროვებით სისტემაში მონაწილეოაბ 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზევით კი სრულად ნებაყოფლობითი. ამ სისტემით დასაქმებული იხდის საკუთარი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს და სახელმწიფო კი დასაქმებულის 2%-ს მიმართავს. სისტემაში 1 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ჯამურად ფონდის მოცულობა კი 950 მლნ ლარს შეადგენს.
3) სრულად ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა, რომელსაც კერძო კომპანიები სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს. ამ საფეხურის განვითარებაზე არის საუბარი კანონპროექტით.

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს.  2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;

70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.

პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.

ქვეყანაში ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას ნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system