თავში

საპენსიო აქტივები მილიარდს აღემატება

საპენსიო აქტივები მილიარდს აღემატება
საპენსიო აქტივები მილიარდს აღემატება

საპენსიო სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა.

საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა- 223 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

უწყების ცნობით. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. სააგენტო კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა. დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას.

საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი.

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.

სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გუშინ გამართა. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system