თავში

საპენსიო აქტივების მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია - VIDEO

საპენსიო აქტივების მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია
საპენსიო აქტივების მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია - VIDEO

2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 103 მილიონი ლარია. 

საპენსიო ფონდის ცნობით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 606 -მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 264 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 257, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 84 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 12 000-ზე მეტს შეადგენს.

31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებს ერიცხება წლიური ეფექტური 10.9% სარგებელი.

საპენსიო ფონდის განმარტებით, საპენსიო აქტივები განთავსებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ქართულ კომერციულ ბანკებში სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია დენომინირებული.  

კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად უახლოეს პერიოდში, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system