თავში

საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი

საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი
საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი

"საპენსიო სააგენტოს" უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილის, ლევან ვერძეულის განცხადებით, ისინი დარჩებიან იმ საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. ამასთან, კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

„დღეიდან დაახლოებით სამი წლის მანძილზე ჩვენ დავრჩებით ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. მომავალში კი თანდათან გადავალთ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებში. საშუალო და მაღალი რისკი არ ნიშნავს, იმას რომ ავიღებთ იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ამის სურვილი ორგანიზაციას გააჩნია“, - აცხადებს ლევან ვერძეული.

მისი ინფორმაციით, რისკების სამართავად საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან ერთად შემუაშვებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი რისკების მართავზე. რისკების ეფექტიანი მართვისთვის, სააგენტოში ასე ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სამსახური. საუბარია მთავარი რისკის ოფიცერზე, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს საინვესტიციო საქმიანობას. თუ ეს ოფიცერი რაიმე სახის პოტენციურ რისკს დაინახავს, ის დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის გარეშე აცნობებს საბჭოებს.

„გვყავს ასევე გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ჯამში ორგანიზაციის გამართულობას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელ რწმუნებას აძლევს ორგანიზაციას. ამავდორულად, აღსანიშნავია, რომ გარე საპენსიო სააგენტოს წევრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რისკის მართვაში. პირველ რიგში ეს არის სპეცდეპოზიტარი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მანდატით და არის საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი“,-აცხადებს ლევან ვერძეული.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტში განსაზღვრულია საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიანი სტრატეგია. ის შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.

სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გუშინ გამართა. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system