თავში

საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა

საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა
საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.

აქამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა ჯამში 560-მა ადამიანმა.

"მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 74-მა პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის მანძილზე 12 500-ზე მეტია,"- განმარტავენ საპენსიო სააგენტოში. 

საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი დაერიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system