თავში

საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე გააქტიურდება

საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე გააქტიურდება
საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე გააქტიურდება

დღეს საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა და საზოგადოებას წარუდგინა.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე, განმარტავს, საპენსიო სისტემაში რეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა ერთი მილიონია. საპენსიო სააგენტო ამ სტატისტიკას პროაქტიულად აქვეყნებს. ამჟამად საპენსიო სქემაში თვეში საშუალოდ 12 000 ადამიანი წევრიანდება და მინიმალური რაოდენობა ტოვებს (200 ადამიანამდე).

„საპენსიო სააგენტოს გუნდი დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით (სამუშაო სამუშაო გამოცდილება 15 წელზე მეტი). ისინი კერძო სექტორის ისეთ კომპანიებში მუშაობდნენ, რომლებიც სისტემატურად აღწევენ მაღალ შედეგებს. ამასთან, თანამშრომლების უმეტესობას განათლება მიღებული აქვს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და ბიზნეს სკოლებში. ისეთებში, როგორიც არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და ლონდონის ბიზნეს სკოლა. შესაბამისად, მათ შეუძლიათ დადონ რეალური შედეგი და მოუტანონ წარმატება ამ რეფორმას. საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება კაპიტალის ბაზარზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა. დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას.

საპენსიო აქტივების სამართავად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი.

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.

სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გუშინ გამართა. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system