თავში

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთი წევრი გამოაკლდა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთი წევრი გამოაკლდა
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთი წევრი გამოაკლდა

სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ცნობით, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დავით წიკლაური ტოვებს. ის კერძო სექტორს უბრუნდება.

"გაცნობებთ, რომ დავით წიკლაური, სამომავლო ინტერესთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, ტოვებს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას და უბრუნდება კერძო სექტორს. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და ვეთანხმებით, რომ ეს ქმედება უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობისგან პროცესის დაცვას. ვუსურვებთ, ყოველივე საუკეთესოს, გამოვთქვამთ მადლიერებას და მიგვაჩნია, რომ ის იყო გუნდის ღირებული წევრი," - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება. ამ მომენტისთვის საბჭოს ოლივიე რუსო ხელმძღვანელობს. მისი წევრები კი არიან - ჟან-ფრედერიკ პოლსენი; ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი. 

საბჭოს მეხუთე ვაკანტური ვაკანტური წევრი, სააგენტოს ინფორმაციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შეირჩევა. 

ცნობისთვის, 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 670 მილიონი ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system