თავში

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია
საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია

პარლამენტში  ხანდაზმული მოქალაქეების მიერ ბანკიდან აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთების ზომაზე იმსჯელეს. დეპუტატების გარკვეული ნაწილის შეფასებით, არაადეკვატურად მაღალია, თუმცა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი ამბობს, რომ დღეს ამ კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც “საბაზრო” განაკვეთია. მისი თქმით, საშუალოდ საპენსიო სესხების მოცულობა 1000-დან 2000 ლარამდეა. ხოდელი ამბობს, რომ ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. 

"ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ხანდაზმული კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულების მომსახურება წყდება. თუკი 60 წლამდე მოსახლეობაში კრედიტორთა გარდაცვალების წილი არის 0.4%, 60 წელზე ხანდაზმულ მოსახლეობაში მათი სესხის დაფარვის პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების კოეფიციენტი არის 5.4%, რაც 60 წლამდე კრედიტორების გარდაცვალების წილს 14-ჯერ აღემატება, სწორედ ამის გამო ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი 30.65%-ია. ჩემი მონაცემით, გარდაცვალების კოეფიციენტი 60 წელს ზევით მოსახლეობაში არის 5.4%, 60 წელზე დაბლა სეგმენტში კი არის 0.4%. შესაბამისად, 14-ჯერ მეტია გარდაცვალების კოეფიციენტი 60+ ასაკში, " - ამბობს ხოდელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-იდან 33%-მდე ჩამოვიდა

პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობები არ უნდა გაღვივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system