თავში

საპენსიო სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ შემცირდა

საპენსიო სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ შემცირდა
საპენსიო სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ შემცირდა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 876 029 ადამიანი. ამავე პერიოდის მონაცემებით, საპენსიო სქემა 159,312-მა მონაწილემ დატოვა, საიდანაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 42 020, ხოლო კერძო სექტორში – 117,292 ადამიანი.


ზურაბ ჭიაბერაშვილის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ, საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 7 ოქტომბრისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 899 113 პირი გაწევრიანდა, მაშინ როცა 2019 წლის 1 სექტემბრისთვის, კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობა 329,388 მონაწილეს შეეძლო.

"დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებისა და სქემიდან გასვლის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ და მეტით შემცირდა", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ყოველდღიურად წევრიანდება საშუალოდ 615 ადამიანით მეტი, ვიდრე სქემიდან გადის.

2019 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ საპენსიო სქემის დატოვების უფლება აქვთ ან ჰქონდათ ჯამურად 335,691 მონაწილეს, საიდანაც 298,037 მონაწილეს ეს უფლება გაუუქმდა, კანონით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადის ამოწურვის გამო (მოიცავს სქემიდან გასულებს და სქემაში დარჩენილებს).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system