თავში

საპროტესტო აქცია ჭიათურაში - PHOTO

საპროტესტო აქცია ჭიათურაში
საპროტესტო აქცია ჭიათურაში - PHOTO

დღეს ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებმა "ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროს შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის" მძიმეწონიანმა მანქანებმა მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაბზარულია კედლები.

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზეც, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქციის გამო ამ დრომდე მადნეულის დაახლოებით 70 პროცენტის მოპოვება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, ადგილობრივები ამ საკითხზე აქციას უკვე მეორედ მართავენ.

„ჯორჯიამ მანგანეზმა“ წინა გაფიცვისას მიყენებული ზარალის გამო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, პარასკევს მათივე ინიციატივით დავა შეწყვიტა, რამდენიმე დღეში კი საპროტესტო აქცია განახლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system