თავში

ნათია თურნავა: საპროტესტო აქციები მთავრობას ხელს უშლის განავითაროს ეკონომიკა

საპროტესტო აქციები მთავრობას ხელს უშლის განავითაროს ეკონომიკა
ნათია თურნავა: საპროტესტო აქციები მთავრობას ხელს უშლის განავითაროს ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა აცხადებს, დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები მთავრობას ხელს უშლის, განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა ისე, როგორც  "ჩაფიქრებულია."

"რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე, რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის, განსაკუთრებით ჩემთვის, მიუხედავად ამ ფონისა, არის ის, რომ ბიზნესი არ დავაფრთხოთ, ინვესტორი არ დავაფრთხოთ და შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს ისე, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული,"- ამბობს ნათია თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system