თავში

საყოველთაო ინტერნეტიზაციაში "ფონდი ქართუ" საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება

საყოველთაო ინტერნეტიზაციაში "ფონდი ქართუ"
საყოველთაო ინტერნეტიზაციაში ფონდი ქართუ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება

„ქართუ ფონდი“ კვლავ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო ინტერნეტიზაციაში დაგვეხმაროს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით,მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური რუკის შედგენა, რის შემდეგაც მოხდება პროექტის საერთო ბიუჯეტის შედგენა, ხოლო შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა საჭირო „ქართუ ფონდის“ დახმარება.

„ქართუ ფონდმა“ კვლავ დაადასტურა მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, დაგვეხმაროს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსებაში. საპილოტე პროექტი უკვე მიმდინარეობს გურიაში, სადაც ვტესტავთ პროექტს, რასაც ჩვენი სსიპ „ოუფენ ნეტი“ საკუთარი სახსრებით ახორციელებს. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაკეთებთ დანარჩენი საქართველოს ტექნიკურ დიზაინს, რაც მომგვცემს საშუალებას, დავთვალოთ ხარჯები და ამის შემდეგ გავიგებთ, გვაქვს თუ არა საჭიროება, მივმართოთ „ქართუ ფონდს“. ამ ეტაპზე კიდევ ერთი წყარო არის გარანტირებული მსოფლიო ბანკიდან, ხოლო საჭიროების მიხედვით, მივმართავთ „ქართუ ფონდს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორცილებელად საგანგებოდ შექმნილ სსიპს, "ოუფენ ნეტს", უკვე გამოყოფილია ქვს თანხა, რომელიც დღემდე დეპოზიტზე ედო და მისი მიზნობრივად გამოყენების საშუალება ახლა მიეცა.

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system