თავში

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდება

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდება
საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდება

„დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პაციენტების ჯიბიდან გადახდების მაჩვენებლით კმაყოფილი არ არის.
„პაციენტის ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 73%-დან 55%-ზე ჩამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, რადგან მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე გადახდილი თანხები. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებას თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს. ასევე, ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით, გახდება ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, იქნება პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. ამავდროულად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, რომ კერძო სექტორს უნდა მიეცეს მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, რაც ახალი ტარიფიკაციის პირობებში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ნამდვილად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებითვე, ახალ სისტემას საფუძვლად ქვეყანაში არსებული ტარიფების ანალიზი დაედო.
„ფასწარმოქმნისას გავითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების თანაფარდობა, რეინვესტირების თანხები, მოგების მარჟა და ფასთა სხვაობის რისკები. 18 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომსახურების მოცულობის და სიხშირის კოეფიციენტის განსაზღვრა, რაც დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე სრულად გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system