თავში

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში 551 მლნ ლარის გადახარჯვაა

​საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში 551 მლნ ლარის გადახარჯვაა
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში 551 მლნ ლარის გადახარჯვაა

2014-2020 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ ჯამში 350 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შეასხებ აღნიშნულია გალტ & თაგარტისა და საერთაშორისო ფონდი კურაციოს მომზადებულ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის XIV ტალღის გამოცემაში.

აღმოჩნდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გადახარჯვას ყოველწლიური ხასიათი აქვს, რამაც შესწავლილი 7 წლის მანძილზე ჯამურად დაახლოებით 350 მლნ. ლარი, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 8%-ით მეტი შეადგინა, თუმცა, კვლევა ჩვენებს, რომ ამ გადახარჯულ 350 მლნ-ში არ შედის სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის 31 დეკემბერის ანგარიშის თანახმად სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადასახდელი დავალიანება - 201 მლნ ლარი, რაც ჯამურ გადახარჯვას 551 მლნ ლარამდე ზრდის, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტის 12% შეადგენს. 

"ჩვენი შეფასებით, 2019 წელს დასაწყისში სამ. დაწესებულებებისთვის გადასახდელი დავალიანება 201 მლნ. თითქმის 450 მლნ. ლარამდე გაიზარდა. თუმცა 2020 წელს სერვისების უტილიზაციის შემცირების ხარჯზე სახელმწიფომ ამ დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარა და სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების პერიოდი 6 თვიდან - 3 თვემდე შეამცირა. ასევე აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედმეტი დანახარჯი ნაწილობრივ იფარება ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯზე. 2014- 2020 წლებში სხვა პროგრამებზე დაიხარჯა დაგეგმილზე 76 მლნ. ლარით (ანუ -4%) ნაკლები, რამაც ნაწილობრივ დააბალანსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯვის პრობლემები," - აღნიშნავენ მკვლევარები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system