თავში

საყოველთაო პრივატიზაცია - როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი

საყოველთაო პრივატიზაცია - როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი
საყოველთაო პრივატიზაცია - როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი ნათია თურნავას ეკონომიკურ პოლიტიკას აფასებს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს  საპენსიო რეფორმის და კაპიტალის ბაზრის განვითარების კორელაციაზე, რომელსაც მინისტრმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. ცენტრის დირექტორი, ვეფხია გიორგაძე, ამბობს, რომ მინისტრმა დეტალურად ისაუბრა კაბიტალის ბაზრის განვიტარების მეორე საფეხურზე, მაშინ როცა ექსპერტის თქმით, პირველი საფეხური გაგვლილი არ გვაქვს.

როგორც ვეფხია გიორგაძე მინისტრს ეთანხმება, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ეკონომიკისთვის დიდი შვება იქნება, თუმცა არ იზიარებს მინისტრის პოზიციას, თითქოს ამისთვის საკმარისია ეკონომიკური ზრდა, რომელიც გიორგაძის შეფასებით, ბუნებრივ ეკონომიკურ ზრდას არ სცდება და საპენსიო ფონდი, რომლის პერსპერქტივა, ექსპერტის აზრით საეჭვოა.

გიორგაძე Report.ge - სთან საუბარში განმარტავს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ქვეყანას გასავლელი აქვს პირველი ეტაპი, როცა უნდა მოხდეს მისი ფორმირება. ექსპერტი ამბობს, რომ კაპიტალის ბაზარი დღეს საქართველოში საერთოდ არ არსებობს, მიზეზად კი კერძო მესაკუთრეობის სუსტ განვიტარებას ასახელებს.

"არ გვაქვს გავლილი პირველი საფეხურიც კი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კაპიტალის ბაზრის ფორმირება, რომელიც გულისხმობს კერძო მესაკუთრეთა ჩამოყალიბების ეტაპს. ჩვენთან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზეა მთლიანი ქვეყნის ქონების 70%, ეს ქონებებია(ბუნებრივი რესურსების 100%, სასოფლო სამეურნეო მიწის 60-65%, ტყის 100%, სახელმწიფო კომპანიები ასეულობით და სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა ნაგებობები ათიათასობით - დაახლოებით 3 ტრლნ დოლარის ქონება), ამ ეტაპის უმტკივნეულოდ გასავლელად საჭიროა მათი უფასო განკერძოება ჩვენს მოქალაქეებზე," - განუცხადა ვეფხია გიორგაძემ  Report.ge- ს.

ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დირექტორი მინისტრის პოზიციას იზიარებს იმაშიც, რომ აუცილებელია ქვეყანაში ამოქმედდეს კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს თამაშის წესებს და მიცემს საშუალებას სხვადასხვა მიმართულების ფონდებს კანონის ფარგლებში განსაზღვრულ მოქმებების არეალში იმოქმედონ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საპენსიო რეფორმას წარმატებული უწოდა და საპენსიო ფონდში მობილიზებული შენატანები კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობად განიხილა.

"ერთი მხრივ, რეალური ეკონომიკის ზრდის პარალელყურად იზრდება მოთხოვნა კაპიტალის ბაზარზე. დაგროვებითმა საპენსიო რეფორმამ ეკონომიკაში გააჩინა გრძელვადიანი ლარი. ჩვენ ამ ორ ტენდენციას ერთმანეთთან დავაკავშირებთ და განვავითარებთ კაპიტალის ბაზარს.ამ მხრივ, დასახვეწია კანონდებლობა. ჩვენ ვმუშაობთ ექსპერტებთან და შესაბამის ინსტიტუტებთანა ერთად ამ მხვრივ საკანონდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე. ამ კანონდებლობამ უნდა დაიცვას ინვესტორი და განავითაროს კაპიტალის ბაზარი," - განმარტა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ჯერჯერობით ჩვენს ბაზარზე დომინირებს პირდაპირი უცხოური კერძო ინვესტიცია, მოსაზიდია ინსტიტუციური ინვესტია, რაც განავითარებს ეკონომიკას, გააჩენს სტაბილურ სამუსაო ადგილებს. როგორც თურნავამ დეპუტატებს აუხსნა, აუცილებელია მოვიზიდოთ პორტფელური ინვესტიცია და მოხდეს ფინანსური პროდუქტების დივერსიფიკაცია. სწორედ ამის გარანტი უნდა გახდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც, თურნავას რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში შემწირდოვებულ ვადებსი უნდა განხორციელდეს.

" საყურადღებოა, რომ პარლამენტი სექტემბერშივე იმსჯელებს საინვესტიციო ფონდების კანონის მიღებაზე, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი საინვესტიციო გარემო დავუახლოვოთ საერთაშორისო სტანდარტებს. ამ კანონმა ინსტიტუციურ ინვესტრორებისთვის უნდფა უზრუნველყოს პროგნოზირებადი, სტაბილური, უსაფრთხო, ლიბერალური და ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმებით დაცული ბიზნესგარემო," - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი ფინანსური გირავნობის ურთიერთდაქვითვის და დერივატივების შესახებ, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მისცემს სავალუტო რისკების შემცირების და მართვის შეასძლებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system