თავში

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქარრეიტინგი უცვლელად დატოვა
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" დონეზე დატოვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მთავრობა ინარჩუნებს მიზანს – საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდეც ორი საფეხური დარჩა.

„ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არის დადებითი. კონკრეტულად სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system