თავში

სარესტორნო ბიზნესს ვალები დაუგროვდა

სარესტორნო ბიზნესს ვალები დაუგროვდა
სარესტორნო ბიზნესს ვალები დაუგროვდა

covid-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სარესტორნო ბიზნესში მდგომარეობა უკიდურესად გააუარესა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, რესტორნების უმეტესობას ბანკების ვალები აქვს და გადაუხდელობის გამო შეიძლება მთელი ბიზნესი საბანკო სექტორის ხელში აღმოჩნდეს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს რეცეპტი, რაც კომპანიებს ამ პრობლემის დაძლევასა და კონკრეტულად კი, ბანკებთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბანკებს ჰგონიათ, თითქოს კორონავირუსი არც არსებობდეს. ეს ჩანს მათ დამოკიდებულებაში ბიზნესის მიმართ. ბევრი შემთხვევაა, როცა ბიზნესი მთელ ქონებას კარგავს.  იმის მაგივრად, რომ გადახდა გაუადვილონ, საბანკო სექტორი ხშირად არანაირ დათმობაზე არ მოდის, რის უამრავი მაგალითიც გვაქვს. აღრიცხვიანობა არავის გაუკეთებია, ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენია, ასეთი მაგრამ ასეულობით არის ისეთი კომპანია, ვინც ქონებას კარგავს . ერთ შეხედვით, მთავრობა ცდილობს, პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ გადადგმული ნაბიჯი. დაპირების მიუხედავად, სუბსიდირება ჩვენს სეგმენტში ჯერჯერით არ დაწყებულა, თვითონ არ არიან ბოლომდე ჩამყალიბებული. წესით, დაგვეხმარებიან, მაგრამ რა დონეზე და როგორ მოაგვარებენ პრობლემას, წინასწარ მიჭირს საუბარი. ახლა არის საჭირო მხარდაჭერა, თორემ თუ ბიზნესი ბოლომდე გაკოტრდა და ბანკის საკუთრება გახდა, ყველაფეერი აზრს დაკარგავს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება დახმარება. სექტორში დასაქმებულთა 70%-მა სამსახური დაკარგა, 200 ათას ადამიანზეა საუბარი. დიდი კრიზისია და მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი ნაბიჯია გასათვლელი. ითქვა გადასახადების შემცირებაზე, მაგრამ 3-თვიანი გადავადების შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა", - ამბობს კოტე გაბრიჩიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ სარესტორნო ბიზნესში შეზღუდვები 4 ნოემბრიდან მოქმედებს. რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით შეღავათებს, მთავრობის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ივენთ კომპანიებსა და სასტუმროებზე გავრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system