თავში

სარეზერვო ფულის მოცულობა 277.4 მლნ ლარით გაიზარდა

სარეზერვო ფულის მოცულობა 277.4 მლნ ლარით გაიზარდა
სარეზერვო ფულის მოცულობა 277.4 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 277.4 მლნ ლარით (5.9 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 5.0 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 8.6 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 22.5 პროცენტს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 40.5 მლნ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა მაისში 210.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 189.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

სებ-ის ცნობით, მაისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 204.1 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,395.0 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 35 მლნ ლარით და 2,550 მლნ ლარი შეადგინა. 

სებ-ის განმარტებით, ერთთვიანი სესხი მაისის ბოლოსთვის გაიზარდა 30 მლნ ლარით და 400 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 65.5 მლნ ლარით. 

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 70.6 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,890.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 277.4 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 74.1 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 192.7 მლნ ლარით გაიზარდა. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობამ 10.6 მლნ ლარამდე მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system