თავში

სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით შემცირდა

სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით შემცირდა
სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით შემცირდა

მარტში სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 3.2 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 410.9 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 47.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხლვაში. დოკუმენტის მიხედვით, კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 110.5 მლნ ლარით და 1,210.5 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია და 400 მლნ ლარს უტოლდება, ხოლო ერთდღიანი სესხი 143.8 მლნ ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთის ოდენობა გაიზარდა 33.3 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 287.6 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,284.8 მლნ ლარს გაუტოლდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, ინფორმაციით, სებ-მა წელს ინტერვენციების სახით უკვე 250 მლნ დოლარი გაყიდა, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი შეუშვა შიდასავალუტო ბაზარზე. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, შეფასებით, ინტერვენციები ლარის კურსს აზღვევს. სტაბილური ლარი კი, თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ლარმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა.

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას. როგორ და რატომ "ცურავს" ლარი, ნახეთ აქ.

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system