თავში

სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით შემცირდა

სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით შემცირდა
სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით შემცირდა

2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის „თვის მიმოხილვაში".

დოკუმენტის მიხედვით, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 80.3 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.9 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 240.9 მლნ აშშ დოლარი. 

შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ოქტომბერში 158.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 42.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 503.0 მლნ ლარით გაიზარდა.

2020 წლის ოქტომბერში, ფართო ფულის, M3- ის აგრეგატი 386.6 მლნ ლარით შემცირდა და თვის ბოლოსათვის 28.4 მლრდ ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპი კი 16.8 პროცენტი იყო. საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე 42.5 მლნ ლარით ზრდა დაფიქსირდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 15.7 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში 368.9 მლნ ლარით შემცირდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და 9.1 მლრდ ლარი შეადგინა. ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 3.9 პროცენტით (344.1 მლნ ლარით) შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system