თავში

სარკინიგზო-საინჟინრო განათლებაში ინვესტირების აუცილებლობაზე საუბრობენ

სარკინიგზო-საინჟინრო განათლებაში ინვესტირების აუცილებლობაზე საუბრობენ
სარკინიგზო-საინჟინრო განათლებაში ინვესტირების აუცილებლობაზე საუბრობენ

ევროპის კომისიამ მოიწონა წინადადება პარტნიორობის Europe’s Rail შექმნის შესახებ. ის შეცვლის ინიცატივას Shift2Rail და დაეფუძნება მის წარმატებულ გამოცდილებას.

Shift2Rail Joint Undertaking (S2R JU) - ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ახალი ფორმა რკინიგზის სექტორში, რომელმაც უზრუნველყო ახალი პლატფორმა თანამშრომლობისათვის და ბიძგი მისცა ინოვაციების დანერგვას სარკინიგზო სექტორში. ამ ინიციატივის შედეგად სახელდებას, მაგალითად, ციფრული ავტოგადასაბმელის დანერგვის პროგრამის გაშვება და მისი გამოცდა გერმანიაში და შვედეთში, აგრეთვე მატარებლების უპილოტო მართვის სისტემების განვითარება დიდ ბრიტანეთში და შვეიცარიაში.

რა არის ახალი პარტნიორობა Europe’s Rail-ი, ამას report.ge-ს სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დავით გოჩავა, უხსნის. 

"Europe’s Rail-ი მოწოდებულია ხელი შეუწყოს სარკინიგზო ტრანსპორტის რადიკალურ ტრანსფორმაციას, რათა შესრულდეს პროგრამაში „ევროპის მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal) გადმოცემული მიზნები და ამოცანები ინოვაციური ტექნოლოგიების დაჩქარებული შემუშავების და დანერგვის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება გაციფრების და ავტომატიზაციის პროცესები. პარტნიორობა Europe’s Rail გახდება ისეთი ტექნოლოგიური და საექსპლუატაციო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი, რომელიც დააკმაყოფლებს სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის ახალი კონცეფციის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცე და უზრუნველყოფილი იქნას საექსპლუატაციო თავსებადობა (ინტეროპერაბელობა) ევროპის მასშტაბით.მანამდე, ინიციატივის Shift2Rail მხარდაჭერით სრულდება ახალი პარტნიორობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი გაფორმება, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება გრძელდება. ევროპის კომისიის წინადადებას პარტნიორობის Europe’s Rail შექმნის შესახებ შეისწავლის ევროპის საბჭო, რომელიც კონსულტაციებს გამართავს ევროპის პარლამენტთან და ევროპის სოციალურ-ეკონომიკურ კომიტეტთან. გეგმის თანახმად, პარტნიორობის Europe’s Rail საკანონმდებლო გაფორმება უნდა დასრულდეს 2021 წელს," - გვიხსნის გოჩავა და დასძენს, რომ საქართველოს რკინიგზა არ მოჰყვება რკინიგზის თანამედროვე განვითარების ხაზს, რისი შედეგიც, გოჩავას შეფასებით, სახეზეა: ჩამოშლილია დარგი და ის ეკონომიკის ყველაზე დიდი ტვირთია. ექსპერტი სარკინიგზო-საინჟინრო განათლებაში ინვესტირების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"როცა ინიციატივის Shift2Rail შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორს სიტყვა ჩამოვუგდე, თანაც ზომიერად და სხვათა შორის, რადგან მის შესახებ ბევრი თვითონაც არ ვიცოდი მაშინ, - ეგ რა არისო, მიპასუხა... იმედგაცრუება დიდი იყო, რადგან ეს იმის ნიშანი იყო, რომ სარკინიგზო კომპანიას უცოდინარები და არაპროფესიონალები მართავდნენ. როცა დირექტორი არაპროფესიონალია, მის ქვემოთ, მის ვერტიკალშიც არაპროფესიონალები იკრიბებიან, და ამის გამო უბრალო რკინიგზელამდე ცოდნა არ დადის, - შედეგი სახეზეა: სარკინიგზო სექტორის სრული ჩამოშლა!„საქართველოს რკინიგზა“ მოცემულ მომენტში ყველაზე დიდი ტვირთია საქართველოს ეკონომიკისათვის. ეს რომ შემსუბუქდეს, საჭიროა ინვესტიციები ცოდნაში. „შტადლერის“ შესყიდვისათვის გაღებული თანხის რამდენიმე პროცენტის დახარჯვა სარკინიგზო-საინჟინრო განათლებაში უფრო მეტს მისცემდა ქვეყანას და ხალხს, ვიდრე აღნიშნული მატარებლების მოძრაობა საქართველოს სარკინიგზო სისტემაში, რომელიც, რაც დრო გადის, მით უფრო ხარჯიანი ხდება," - უხსნის report.ge-ს ექსპერტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system