თავში

სარკინიგზო საკითხებს სამი ქვეყნის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში განიხილავენ

სარკინიგზო საკითხებს სამი ქვეყნის წარმომადგენლები
სარკინიგზო საკითხებს სამი ქვეყნის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში განიხილავენ

დღეს, 27 იანვარს, მოსკოვში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები, რომლებიც განიხილავენ სატრანსპორტო კომუნიკაციების აშენების საკითხს, კერძოდ, უნდა გადაწყდეს, თუ რომელ ობიექტებს ააშენებენ და აღადგენენ სატრანსპორტო მიმოსვლის განახლების მიზნით.

აზერბაიჯანულ მხარეს წარმოადგენს ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, რუსეთის წარმომადგენელი იქნება ალექსეი ოვერჩუკი, ხოლო მგერ გრიგორიანი სომხური მხარის წარმომადგენელი იქნება.

მხარეები განიხილავენ სარკინიგზო ხაზების მშენებლობას, რომელიც ნახეჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიასთან, ასევე რუსეთსა და სომხეთთან დააკავშირებს.

იმავე დღეს, უკვე ერევანში, ფაშინიანი შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დღის წერსიგში იგივე საკითხი დგას, ოღონდ სხვა რაკურსით: სომხეთი ცდილობს არ დაუშვას დერეფნის გაყვანა მეღრის რაიონის გავლით, რომელიც რუსეთს აზერბაიჯანის გავლით თურქეთთან დააკავშირებს.

ცოტა ხნის წინ ირანი და აზერბაიჯანი რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობის 2 მილიონ ტონამდე გაზრდას წელიწადში (2020 წელს გადაიზიდა 480 000 ტონა) და რკინიგზების განვითარების ხელშეწყობას, აგრეთვე სარკინიგზო სფეროში ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებას.

როგორია სამხრეთ კავკასიაში სარკინიზგო მიმოსვლის სქემა, უმოქმედო და მოქმედი მარშრუტები, ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, რეგიონის ლოგისტიკურ რუკაზე ახალი შტრიხები ჩნდება, რომლებიც, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ რეალობას ქმნიან, თუმცა, სპეციალისტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ახალი ლოგისტიკური მარშრუტები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მათი განმარტებით, ეს მარშრუტი მთაგორიანია, რაც მიმოსვლის დროს ზრდის, ტექნიკურ შესაძლებლობებს ართულებს. ეს კი საბოლოოდ ლოგისტიკის ტარიფს გაზრდის, რის გამოც ამ დერეფანს მის იაფ ალტერნატივასთან (BTK) კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

სპეციალისტები საქართველოსთვის რეეგიონისა და კონტინენტთაშორის მთავარი სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობასაც კი ხედავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system