თავში

სასესხო შეღავათი პრობლემური ბიზნესის 20%-ს გადაარჩენს

სასესხო შეღავათი პრობლემური ბიზნესის 20%-ს გადაარჩენს
სასესხო შეღავათი პრობლემური ბიზნესის 20%-ს გადაარჩენს

მეწარმე ფინანსისტი დავით წიქარიძე ვარაუდობს, რომ სესხების გადავადება პრობლემის მქონე კომპანიების, სულ მცირე, 20%-ს გაკოტრებისგან დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დიდად არც ბანკებს ულხინთ, წიქარიძის განცხადებით, მათ მოუწევთ არსებული რეალობის გათვალისწინება და ბიზნესის პრობლემის გაზიარება.

,,დღეს ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში არიან და სესხების გადავადების მეტი, ვერაფერი უშველის. ესეც არ არის საბოლოო ხსნა, მაგრამ ნაწილს მაინც გადაარჩენს. არავინ დაზარალდეს, ასეთი სისტემა არ არსებობს, მაგრამ ბევრს შეუმსუბუქდება ტვირთი, ვისაც სწორი მენეჯმენტი აქვს, შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას, 20% მაინც გადარჩება, როცა დახმარების გარეშე, ეს მაჩვენებელი, შეიძლება 90% იყოს, ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ბანკების დამოკიდებულება სესხების გადავადებასთან დაკავშირებით და ვინ ისარგებლებს ამ შეღავათით. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. უბედურებაა, რომ ვალებზე პროცენტები გროვდება, ეს არის ყველაზე დიდი წნეხი, რაც პატარა ბიზნესს აქვს. შეღავათები უნდა განაწილდეს ისე, რომ სარგებელი მიიღოს ხალხმა, შეიმსუბუქოს მდგომარეობა და არა ისე, როგორც მოსახლეობის შემთხვევაში მოხდა - სესხები გადაავადეს და მერე ყელში წაუჭირეს", - აცხადებს დავით წიქარიძე.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ეპიდემიის პირველი ტალღის პერიოდში სესხები 3 თვით გადაუვადდა, მაგრამ კმაყოფილების ნაცვლად, ამან პრობლემა გამოიწვია. მომხმარებლებისა და სპეციალისტების განმარტებით, covid-19-თან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდით კომერციულმა ბანკებმა ბოროტად ისარგებლეს, რადგან საბოლოოდ სესხის მომსახურება გაუძვირდათ.

სულ რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სესხები მესამედაც გადავადდება, მაგრამ ამ შეღავათით ყველა ვერ ისარგებლებს. გარდა მცირე კომპანიებისა, სესხების გადავადებას მსხვილი ბიზნესიც ითხოვს. ეპიდემიური სიტუაციის გამო გაკოტრების პირას მისული კომპანიების გადარჩენის ერთ-ერთ გზად საბანკო შეღავათები განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system